პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე: ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, დიდი მოცულობის ინვესტიცია და პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან

ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, ეს არის ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან პასუხისმგებლობით ვეკიდებით იმას, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. ჩვენ ვუსმენთ მოსახლეობას, თუმცა ოპოზიციის მხრიდან ხდება მათი შეცდომაში შეყვანა. ამიტომ, ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეული გადაწყვეტილების მიღებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, ეს არის ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს ქალაქის დაზიანების ხარჯზე და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. სწორედ ამას უზრუნველყოფს პროცესი, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თითოეული ეს პროექტი ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი იქნება“, – აღნიშნა ტყემალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,551 ნახვა