GD Banner
პოლიტიკა

დიმიტრი მედვედევი: სააკაშვილი ფსიქოპათია, 2008 წლის ომის დროს სტიმულატორებს იღებდა, ყნოსავდა… ის სულელია, რომელიც საქართველოში ამერიკელმა პოლიტ ინსტრუქტორებმა და სპეცსამსახურებმა შეაპარეს

„სააკაშვილი სულელია, რომელიც წამოეგო ამერიკის სპეცსამსახურების  პროვოცირებას  რუსეთთან კონფლიქტის დროს,- ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა  2008 წლის ომში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის როლზე საუბრისას განაცხადა RT-სა და TASS-თან ინტერვიუს დროს.

დიმიტრი მედვედევს ჰკითხეს, ვინ იყო პასუხისმგებელი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა აგრესიის დაწყების საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ პირველმა პირმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო.

„სააკაშვილი სულელია, რომელიც მთელ ამ ისტორიას წამოეგო. მეორე მხრივ, ის არის ადამიანი, გაზვიადებული თვითშეფასებით, რამაც ის საბოლოოდ, პოლიტიკურ გვამად აქცია“,-აცხადებს მედვედევი.

„პასუხისმგებელი მხოლოდ სააკაშვილი არ არის. პასუხისმგებელია საქართველოს მთელი მაშინდელი ხელისუფლება, თუმცა პოლიტიკური ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ფინალურ გადაწყვეტილებას იღებს პირველი პირი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი იყო ამერიკის, სხვადასხვა ვიზიტორებისა და პროვოკაციების როლი, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას მაინც იღებს ერთი ადამიანი- სახელმწიფოს მეთაური.  

ის ფაქტიც, რომ სააკაშვილი არის ფსიქოპატი, ადამიანი, რომელსაც არ აქვს გაწონასწორებული ფსიქიკა.  კონფლიქტის პერიოდში იღებდა სტიმულატორებს- ყნოსავდა, ეწეოდა, ჰალსტუხს ღეჭავდა და ა.შ, ალბათ მიუთითებს, რომ მას არასტაბილური ფსიქიკა აქვს, რამაც განაპირობა ის, რაც მოხდა“,-განაცხადა მედვედევმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – წარსდგება თუ არა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე სააკაშვილი, რომელიც პერიოდულად აცხადებს, რომ კვდება, ასევე პერიოდულად ამოტივტივდება ხოლმე პოლიტიკური არარაობიდან, მედვედევი პასუხობს, რომ სააკაშვილი ღმერთმა უკვე დასაჯა იმით, რომ საკუთარ ხალხს სძულს. 

„მან განახორციელა სულელური ვიაჟი უკრაინაში და სცადა, სხვა ქვეყნისთვის ემსახურა, რაც ზოგადად, უცნაურია და არ არის მიღებული სხვა ქვეყნის მეთაურისგან. ის იქიდანაც გააგდეს, რადგან გამოავლინა თავისი არაკომპეტენტური და კონფლიქტური ხასიათი. საბოლოოდ, თავისი პოლიტინსტრუქტორებისგან ამერიკიდან და სპეცსამსაურებიდან შეგულიანებული, შეეცადა, უკან, თავის სამშობლოში შეპარულიყო, მაგრამ დაიჭირეს. დღეს ის ბრალდებულია, თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ საკუთარმა ხალხმა გამოუტანა სასჯელი“,-განაცხადა მედვედევმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,110 ნახვა