უცხოური მედია

ლუკაშენკო – პრიგოჟინს უსაფრთხოების გარანტიები არასდროს უთხოვია

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, „ვაგნერის“ ლიდერ ევგენი პრიგოჟინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი არასდროს ყოფილა და არც პრიგოჟინს უთხოვია არასდროს.

„პირდაპირ რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე: მე არც უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე რიგში, ასეთ ფორმაში საუბარი არც არასდროს ყოფილა. მესამე რიგში, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოების საკითხს ორჯერ მივუახლოვდით. პირველად, როდესაც მე ვურეკავდი და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როდესაც მოსკოვზე მარშით მიდიოდნენ. მე ვეუბნები: „ჟენია, გესმის, ხალხს დაღუპავ და თავადაც მოკვდები?” ცხელ გულზე ეს ადამიანი (ფრონტიდან) ამბობს: „ჯანდაბა, მოვკვდე!” მე ვეუბნები: „ჟენია, ახლა თოკს და საპნის ნაჭერს გამოგიგზავნი“, მპასუხობს: „არა, არა, არა. ასე არ მინდა. გმირად მოვკვდები“. მეორე ჯერზე, როდესაც ჩემთან დიმა უტკინთან ერთად ჩამოვიდა, ორივე კატეგორიულად გავაფრთხილე: „ბიჭებო, ჭკუით იყავით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,641 ნახვა