პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა – არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული სეისმოლოგის, თეა გოდოლაძის მოსაზრებების სრული იგნორირება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ამბავია, რამეთუ მან ვეღარ შეძლოს საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ტერორი

ექსპერტი ნინო ფოჩხუა არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული სეისმოლოგის, თეა გოდოლაძის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელიც ონში გზის მშენებლობისას მიწის ჩამოშლის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თუნდაც მხოლოდ ამ პოსტის გამო, ის არის ხალხის ფსიქიკაზე მოძალადე და ცდილობს ტერორში ამყოფოს ხალხი.

ექსპერტის თქმით, გოდოლაძე წლების მანძილზე ნაცმოძრაობის დაკვეთით ძალადობდა უმრავლესობაზე, მერე აღმოჩნდა, რომ ფიზიკური მოძალადეცაა, ახლა ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი.

“არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული სეისმოლოგის, თეა გოდოლაძის მარგინალიზაცია, მისი მოსაზრებების სრული იგნორირება და არასერიოზულად აღქმა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ამბავია, რამეთუ მან ვეღარ შეძლოს საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ტერორი. დიახ, ის წლების მანძილზე ნაცმოძრაობის დაკვეთით ძალადობდა უმრავლესობაზე, მერე აღმოჩნდა რომ ფიზიკური მოძალადეცაა, ახლა ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. თუნდაც მხოლოდ ამ პოსტის გამო, ის არის ხალხის ფსიქიკაზე მოძალადე და ცდილობს ტერორში ამყოფოს ხალხი. ცდილობს წარმატებით შეითავსოს გეოლოია, გზათმშენებლობა, ჰიდროლოგია და ასე შემდეგ… რეალურად ეს ქალი არის საზოგადოებაზე მოძალადე მანქურთი და მალე დასრულდება მისი “ნატაფერაძიზაციის” პროცესი!”- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,159 ნახვა