უცხოური მედია

პოლონეთის შს მინისტრი ბელარუსთან საზღვრის დაკეტვით იმუქრება, თუ „ვაგნერი“ ტერიტორიას არ დატოვებს

პოლონეთის შს მინისტრი ბელარუსთან საზღვრის დაკეტვით იმუქრება, თუ ქვეყნიდან „ვაგნერის“ მეომრები არ გავლენ- „ეს სიტუაცია მწვავდება“,- განაცხადა მარიუშ კამინსკიმ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, შეხვედრის მიზეზი ბელარუსის საზღვართან დაძაბული სიტუაციაა, რომელიც „ვაგნერის“ მებრძოლების საზღვართან განლაგებით არის გამოწვეული.

„ჩვენ მოვთხოვეთ ლუკაშენკოს, რომ „ვაგნერმა“ დაუყოვნებლივ დატოვოს ბელარუსის ტერიტორია და არალეგალური მიგრანტები, რომლებიც ბელარუსის სპეცსამსახურებმა შეკრიბა, სასწრაფოდ გაიყვანონ სასაზღვრო ზონიდან“,-განაცხადა კამინსკიმ.

შს მინისტრის თქმით, თუ ბელარუსის საზღვართან ლიეტუვას, პოლონეთს ან ლატვიას კრიტიკული სიტუაცია შეექმნება, ქვეყნები დაუყოვნებლივ მიიღებენ საპასუხო ზომებს – ყველა სასაზღვრო გასასვლელი დაიკეტება“,-განაცხადა მინისტრმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,092 ნახვა