უცხოური მედია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი- სამწუხაროა, რომ რუსეთის იდეები ისმის რომის პაპისგან, რომლის მისიაც სწორედ თვალების ახელაა რუსი ახალგაზრდობისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რომის პაპი ფრანცისკე „რუსეთის იდეებს ავრცელებს, რომლითაც კრემლი უკრაინელების მკვლელობებს ამართლებს“. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა.

ნიკოლენკომ მოიყვანა ციტატა, რომელიც პაპმა 25 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგში, კათოლიკე ახალგაზრდობის მე-10 რუსულენოვანი დღის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.

„არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები, წმინდანთა დიდი რუსეთის, მმართველების: პეტრე I-ის დიდი რუსეთის, ეკატერინე მეორის, იმ იმპერიის – დიდი, განათლებული, დიდი კულტურისა და დიდი ადამიანობის. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები ხართ, ამით იარეთ წინ. და გმადლობთ, გმადლობთ თქვენი ყოფნისთვის, რუსებად ყოფნისთვის“, – ციტირებს პაპ ფრანცისკეს გამოსვლას ნიკოლენკო.

წმინდა საყდრის საინფორმაციო პორტალმა, Vatican News-მა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა რომის პაპის მიმართვის ტექსტი, რომელსაც ნიკოლენკოს მიერ ციტირებული მონაკვეთი აკლია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ „კრემლი ამართლებს ათასობით უკრაინელის, უკრაინელი ქალების მკვლელობას, ასობით უკრაინული ქალაქისა და სოფლის ნგრევას ასეთი იმპერიალისტური პროპაგანდით, „სულიერი კავშირებითა“ და „დიდი დედა რუსეთის“ გადარჩენის საჭიროებით.

„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის იდეები, რომლებიც, ფაქტობრივად, რუსეთის ქრონიკული აგრესიის მიზეზია, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, ისმის პაპისგან, რომლის მისიაც სწორედ თვალების ახელაა რუსი ახალგაზრდობისთვის, რომლებმაც რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის კურსი უნდა დაამსხვრიონ“, – წერს უკრაინის საგარეო

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,847,489 ნახვა