პოლიტიკა

დარწმუნებული არც იმაში ვიქნებოდი, რომ 100 ხმა ვერასგზით ვერ მოგროვდება – ნიკა გვარამია

მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დაანონსებას ეხმაურება და წერს, რომ ეს კანდიდატის სტატუსის მიღების ისედაც დაბალ შანსებზე კიდევ უფრო ცუდად აისახება.

მისივე თქმით, არ იქნებოდა დარწმუნებული იმაში, რომ მმართველი გუნდი პარლამენტში 100 ხმის მოგროვებას ვერ შეძლებს.

“აბა, თუ გამოიცნობთ, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც კი (მით უმეტეს, ევროტურნეს საპასუხოდ), რა ზემოქმედებას იქონიებს სტატუსის მიღების შანსებზე (ისედაც დაბალზე)?

ps მაინცდამაინც დარწმუნებული არც იმაში ვიქნებოდი, რომ 100 ხმა ვერასგზით ვერ მოგროვდება. მაინცდამაინც თავს ნუ დადებთ ამაზე”, – წერს ნიკა გვარამია. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,531 ნახვა