უცხოური მედია

კანადაში საბარგო ავტომობილიდან სკები გადმოიყარა და 5 მილიონი ფუტკარი  საცხოვრებელ კვარტალს მოედო

კანადაში, სატვირთო ავტომობილიდან ფუტკრის სკები გადმოიყარა და საცხოვრებელ კვარტალს 5 მილიომამდე მწერი მოედო. ინფორმაციას AP ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, სკები სუსტი ტროსებით იყო დამაგრებული და ინციდენტის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

„სკები გზაზე ეყარა, გარშემო კი, ფუტკრები ეხვეოდნენ. შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა მეფუტკრე, რომელსაც მწერები დაესივნენ და დაკბინეს“,-ამბობს თვითმხილველი.

ადგილობრივმა პოლიციელებმა და მეფუტკრეებმა შეძლეს ფუტკრების უმრავლესობის შეგროვება და ქალაქიდან გაყვანა. რამდენიმე სკა კი, ადგილზე დატოვეს იმ იმედით, რომ ფუტკრები თავად დაბრუნდებიან სახლებში. 

სამარათლადამცველები მძღოლებს მოუწოდებენ,  არ იარონ ღია ფანჯრებით, ასევე აფრთხილებენ ადგილობრივებს, რომ ავარიის ადგილიდან თავი შორს დაიჭირონ. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,206 ნახვა