GD Banner
კრიმინალი საზოგადოება

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის კახეთის პოლიციამ ერთი პირი გამოავლინა

ახეთის პოლიციამ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის ერთი პირი გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, რევოლვერი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 30 მარტს, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ძ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბ.ძ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, რევოლვერი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც გამოიკვეთა, რომ ბრალდებული კავშირში იყო ქურდული სამყაროს წევრებთან და მათი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკავშირდებოდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“, აქტიურად მონაწილეობდა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესით“ გადაწყვეტაში.

აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ძ.-ს ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც „ქურდული სამყაროს’’ საქმიანობის მხარდაჭერას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,446 ნახვა