პოლიტიკა

მაკკეინის ინსიტუტის წარმომადგენელი: დღეს რომ მაკკეინი ცოცხალი იყოს, ქართველებს ეტყოდა- თქვენ უნდა იბრძოლოთ და იბრძოლოთ თქვენს ქვეყანაში!

პუტინიზმის დამარცხება“ – ამ სახელწოდებით თბილისში რიგით მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს.

მონაწილეები უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და ევროპული უსაფრთხოების მომავალზე მსჯელობენ. ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობა.

მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ეველინ ფარკასის თქმით, მას მიაჩნია, რომ საქართველოსთვის მთავარი პრობლემა პუტინიზმია. დღეს რომ სენატორი მაკკეინი ცოცხალი იყოს, ქართველებს ეტყოდა- არ დანებდეთ! თქვენ უნდა იბრძოლოთ და იბრძოლოთ თქვენს ქვეყანაში“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა