პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი იმპიჩმენტზე: მე ორი ვერსია მაქვს, ერთი – სისულელე და მეორე – პრაგმატული მიზანი, რომ მოდი “ნაციონალური მოძრაობა” შევინარჩუნოთ მთავარ ოპონენტად. დაძაბული წელი გველოდება

დამაზიანებელი მეჩვენება „ქართული ოცნებისთვის“ ეს არჩეული გზა – ვინც ვფიქრობთ, რომ ამ თამაშის მიღმა ვართ, უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავატარებთ ამ ერთ წელს ყველაზე ეფექტურად. დაძაბული და მოულოდნელობებით აღსავსე წელი გველოდება. ახლა ემოციების განსაკუთრებით გამოხატვის დრო დგება , – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მეგრელიშვილმა პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ძალიან უცნაურად გამოიყურება „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტზე იმის დაბრალება, რომ ის ანტიევროპული მოქმედი პირია ქართულ პოლიტიკაში.

“ჩემი აზრით, მთავარი ამოცანაა, რომ დაპირისპირების გარემო შევინარჩუნოთ. წინასაარჩევნო წელია, არაფერი ხდებოდა და პოლიტიკური სეზონი იმპიჩმენტით გაიხსნა.

იცით, ჩვენი დამოკიდებულება როგორი არის “ნაცების” და “ქოცების” ურთიერთობაზე, ისინი ერთმანეთისთვის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტები არიან, მათი დაპირისპირების გარეშე ვერცერთი ვერ ნახულობს თავის როლს ამ ქვეყანაში. ეს ვერსია იმას გულისხმობს, რომ რაღაც მომენტში პრეზიდენტმა შეიწყალოს სააკაშვილი, რაც ხალხის თვალში კვლავ მთავარ “ბუას” და მტერს აქცევს მიხეილ სააკაშვილს. “ქართულ ოცნებას” შეუნარჩუნებს იმ როლს, რომელიც გულისხმობს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისგან და მიხეილ სააკაშვილისგან დაცვას. იმისთვის, დაიწყეს ეს პროცესი, რომ ისე გაუშვან მიხეილ სააკაშვილი რომ თვითონ არ „შეეტენოთ“…

თუ ეს ასე არ არის, მაშინ სისულელესთან გვაქვს საქმე. „ქართული ოცნების“ მხრიდან ზურაბიშვილზე იმის დაბრალება, რომ ის ანტიევროპული მოქმედი პირია ქართულ პოლიტიკაში ძალიან უცნაურად გამოიყურება. განვლილი წელიწად-ნახევარი გვაქვს, რუსეთ-უკრაინის ომზე მათი პოზიციები უცნაურია. სალომე ზურაბიშვილი სულ ევროინტეგრაციის გზაზე იყო, ამის ნდობა აქვთ ევროპელებსაც, ერთი ევროპელი არ მახსოვს, რომელსაც რაიმე ოდნავ გადაბრუნებული სიტყვა ეთქვა საქართველოს პრეზიდენტზე და ძალიან ბევრი ვიცი, ვისაც იგივე უთქვამს „ქართულ ოცნებაზე“.

ამ ვითარებაში დამაზიანებელი მეჩვენება „ქართული ოცნებისთვის“ ეს არჩეული გზა, თან იციან რომ 100 ხმა არ აქვთ. მე ორი ვერსია მაქვს, ერთი სისულელე და აქეთ პრაგმატული მიზანი, რომ მოდი “ნაციონალური მოძრაობა” შევინარჩუნოთ მთავარ ოპონენტად.

ამათგან დიდად არაფერ სიახლეს არ მოველი, ვერ ვხედავ რესურს. ვინც ვფიქრობთ, რომ ამ თამაშის მიღმა ვართ, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავატარებთ ამ ერთ წელს ყველაზე ეფექტურად. არ მაქვს იმის იმედი, რომ ამ ორი ჯგუფის მიერ შეიქმნება პოლიტიკური პროცესი. საკმაოდ კრიზისული მდგომარეობაა, სააკაშვილი ციხეშია, ოქტომბერში ევროკავშირის გადაწყვეტილებას ველოდებით, ბევრი ისეთი მოვლენა გველოდება, რომელსაც პოტენციალი აქვს, რომ სიტუაცია დაძაბოს, დაძაბულ წელს ველოდები. დაძაბული და მოულოდნელობებით აღსავსე წელი გველოდება. ახლა ემოციების განსაკუთრებით გამოხატვის დრო დგება, ნებისმიერ მოულოდნელობისთვის უნდა მოვემზადოთ“,- აღნიშნა მეგრელიშვილმა.

.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა