პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს

როდესაც „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, კონსტიტუციაზე ძალადობა მისი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „გახარიები“, ჯაფარიძის „გირჩი“ და სხვები დღეს ოპოზიციის რიგებიდან ამ ხელწერით მოქმედებთ. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და მერწმუნეთ, კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ხალხი აღარასდროს დაგაბრუნებთ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს ნებისმიერი მოვლენა სარკისებურად წარმოაჩინოს. ისინი ატყუებდნენ მოსახლეობას და ამერიკულ კანონს რუსულს უწოდებდნენ, ახლა ცდილობენ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინონ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის ერთერთი, რიგით პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მისი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების პირობებში ე.წ. დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია. ასევე მოკლედ შევეხები იმპიჩმენტის თემას. როგორც მოგეხსენებათ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს ნებისმიერი მოვლენა სარკისებურად წარმოაჩინოს. ყველას გახსოვთ, როგორ ატყუებდნენ ისინი მოსახლეობას და ამერიკულ კანონს რუსულ კანონს უწოდებდნენ. ახლა ისინი ცდილობენ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინონ. ქართული საზოგადოება არის ტრადიციული ევროპული ღირებულებების მატარებელი საზოგადოება და მერწმუნეთ, საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას მას ევროპულ მოვლენად ვერაფრით მიყიდით. როდესაც „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, კონსტიტუციაზე ძალადობა მისი ხელწერის ერთერთი უმთავრესი შტრიხი იყო. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „გახარიები“, ჯაფარიძის „გირჩი“ და სხვები დღეს ოპოზიციის რიგებიდან ამ ხელწერით მოქმედებთ. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და მერწმუნეთ, კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ხალხი აღარასდროს დაგაბრუნებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა