GD Banner
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ

ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით წერს.

როგორც მან აღნიშნა, ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა მტრის თამაშია.

„მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად რომ მუშაობს, რათა პარტიამ შეინარჩუნოს სიმტკიცე.

ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ. ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ. ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, მე მგონი, გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში.

წვრილმანი წყენებითა და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში გამარჯვება გარდაუვალია და ვაპირებ, აქტიურად გამოვიყენო თუნდაც ამ ტყვეობის ყველა დღე, ბრძოლისთვისა და რუსების ხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად!“-წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,046 ნახვა