GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა FARA-ს დოკუმენტზე-საინტერესოა რატომ არ იღებენ ხმას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და აქაური ოპოზიციური პარტიები ასეთ და მსგავს მხილებებზე, ეს ხომ ავტომატურად ხდის მათ ამ სიცრუის მხარდამჭერებად

ჩალის ფასი აქვს დესტრუქციული ოპოზიციის ყოველგვარ მცდელობას როგორმე შეარყიონ ქვეყანა და ძველი შემადგენლობით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. არ ერიდებიან ტყუილს, ცილისწამებას, ყველა მიუღებელი მეთოდით ბრძოლას ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

ექსპერტის თქმით, საინტერესოა რატომ არ იღებენ ხმას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და აქაური ოპოზიციური პარტიები ასეთ და მსგავს მხილებებზე, ეს ხომ ავტომატურად ხდის მათ ამ სიცრუის მხარდამჭერებად.

“ჩალის ფასი აქვს დესტრუქციული ოპოზიციის ყოველგვარ მცდელობას როგორმე შეარყიონ ქვეყანა და ძველი შემადგენლობით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. არ ერიდებიან ტყუილს, ცილისწამებას, ყველა მიუღებელი მეთოდით ბრძოლას ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. აი კიდევ ერთი მხილება, რომელიც ამერიკის იუსტიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამჯერად, საქმე ეხება ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობას. წარმოიდგინეთ რა რაოდენობის თანხა (ნახევარი მილიონი) ერიცხება ლობისტურ კომპანიას, რათა გაავრცელოს საქართველოს მმართველ პარტიასა და მის ლიდერებზე ცრუ და შეურაცხმყოფელი განცხადებები. საინტერესოა რატომ არ იღებენ ხმას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და აქაური ოპოზიციური პარტიები ასეთ და მსგავს მხილებებზე, ეს ხომ ავტომატურად ხდის მათ ამ სიცრუის მხარდამჭერებად და ეს ხომ პირდაპირ აისახება მომავალი არჩევნების შედეგზე ან რა აზრი აქვს კონფერენციებს, ტელეეკრანებთან ყელყელაობას, უაზრო ქუჩის აქციებს, როცა 2024 წლის არჩევნების შედეგი უკვე სახეზეა”.-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,149 ნახვა