GD Banner
პოლიტიკა

გია ვოლსკი – ქვეყანა ლაფში იყოს ჩაფლული, სადისტური რეჟიმით მართული, შენ ამ დროს ბოდრუმში დადიოდე და ბოტოქსს იკეთებდე სახელმწიფოს ხარჯზე, ეს არის დანაშაული, პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მილიონებს არ ხარჯავს

ქვეყანა იყოს ჩაფლული ლაფში, მთლიანად სადისტური რეჟიმით მართული იყოს და შენ ამ დროს ბოდრუმში დადიოდე და ბოტოქსს იკეთებდე სახელმწიფოს ხარჯზე, ეს არის დანაშაული. მაშინ რომ თქვენ ეს შეკითხვები დაგესვათ, დღეს ამ შეკითხვის დასმის მორალური უფლება გექნებოდათ – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ტვ „ფორმულას“ კითხვას პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ხარჯების შესახებ.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მილიონებს არ ხარჯავს, არც ბოტოქსს იკეთებს, არც სამედიცინო დახმარებას იღებს და არც რაღაც გარკვეული მანიპულაციებისთვის ჩადის ყოფილი პრეზიდენტივით.

„დეკლარაციაში აისახება ყველაფერი, მაგრამ უნდა დავაფასოთ გარკვეული გამჭვირვალობაც და ის, რომ ბიუჯეტიდან არც ბოტოქსს იკეთებს, არც სამედიცინო დახმარებას იღებს და არც რაღაც გარკვეული მანიპულაციებისთვის ჩადის თქვენი ყოფილი პრეზიდენტივით. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მილიონებს არ ხარჯავს. სამაგიეროდ, ჩვენი პრემიერის მმართველობის პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წინა პანდემიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ გაიზარდა, 90 მილიარდს მიაღწევს და საშუალო ევროპულ სტანდარტს. ამასთანავე, არის კიდევ გარკვეული მონაცემები, თუნდაც სიღარიბის შემცირება, ეკონომიკის განვითარება, ეს მისი დამსახურებაა. ქვეყანა იყოს ჩაფლული ლაფში, იყოს მთლიანად სადისტური რეჟიმით მართული და შენ ამ დროს ბოდრუმში დადიოდე და ბოტოქსს იკეთებდე სახელმწიფოს ხარჯზე, ეს არის დანაშაული. მაშინ რომ თქვენ ეს შეკითხვები დაგესვათ, დღეს ამ შეკითხვის დასმის მორალური უფლება გექნებოდათ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,089 ნახვა