პოსტები სოციალური ქსელიდან

,,კულტურული შოკი” მივიღე, რაა ეს?-თეა ჯინჯიხაძე

,,მივმართავ საქართველოს კულტურის სამინისტროს, მწერალთა კავშირს, მხატვრებს, მუსიკოსებს, რეჟისორებს, უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ მასწავლებლებს… ერის პროგრესულ ნაწილს( თუ გვქვია ერი საერთოდ), ამოიღეთ ხმა, მოითხოვეთ ამ საქმის შესწავლა და დასჯა ” შემომქმედის”. ყელშია უკვე თქვენი ფსევდო ლიბერალიზმი, ფსევდო დემოკრატია, სიტყვისა და ქცევის თავისუფლება უზნეობაში, უვიცობაში, უკულტურობაში, სიბეცეში გადაზრდილი!!.

პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვა რო შერჩა იმ წიკვინა გოგოს , დაუსჯელობის სინდრომმა კიდე ერთხელ ჩაადენინათ უგუნურობის გამომხატველი ქცევა. ჩვენ აქ საზოგადოება ვართ თუ კომფორმისტთა ხროვა. ჩვენს ზნეობას და მორალს სცილდება ეს და თავშეკავებას ვკარგავთ ადამიანები. როგორ იკადრეს, როგორ გაბედეს ეს, იმ ჯგუფმა, რომლისთვისაც სულ ერთია ხვალ რო დაუშვათ აფხაზებმა ტუალეტის ქაღალდზე ვაჟა ან რუსთაველი გამოსახონ.

მე უკიდეგანოდ შეურაცხყოფილი ვარ როგორც მკითხველი , როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. “კულტურული შოკი” მივიღე, რაა ეს?

გაეცით პასუხი ამის იდეის ავტორს და შემსრულებელს”-წერს ფეისბუქ მომხმარებელი თეა ჯინჯიხაძე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,487 ნახვა