პოლიტიკა საგარეო პოლიტიკა

საქართველოში დღეს ჯოზეფ ბორელი ჩამოდის

საქართველოში დღეს, 7 სექტემბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ჩამოდის.

ევროპელი დიპლომატი საქართველოში 7-8 სექტემბერს, ორდღიანი ვიზიტით დარჩება.

„ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი“ – ეს ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტის და შეხვედრების მთავარი საკითხია.

უმაღლესი რანგის შეხვედრები მას პრემიერთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან ექნება. აუდიენცია შედგება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. დღეს საღამოს ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი პირველ კომენტარს მედიისთვის გააკეთებს.

ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაშიც.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,952 ნახვა