სამართალი

სტრასბურგის სასამართლო – ნიკა მელიასთან დაკავშირებით თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა.

„საჩივარში განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ 2021 წლის 17 თებერვალს სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის გასამართლებლად მოყვანილი მიზეზები შეიცავდა ისეთ ხარვეზებს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა მისი დაკავების კანონიერებას მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად. განმცხადებლის მტკიცებით, სასამართლო ვალდებული იყო მხარეებისთვის მიეწოდებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება პრევენციული ზომების გამოყენების შესახებ, კერძოდ, პატიმრობის შესახებ და შესაბამისად, მისი დაკავება არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-5 მუხლის 1 (ბ,გ) და მე-3 პუნქტებს”, – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა.

ამასთან, სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებლის მტკიცებით, მისი დაკავება ემსახურებოდა მის ჩამოშორებას საქართველოში პოლიტიკური ცხოვრებიდან და პოლიტიკური საქმიანობისთვის მის დასჯას. ამ განცხადების გაკეთებისას იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-18 მუხლს.

სასამართლოს ინფორმაციით, მე-5 მუხლთან ერთობლიობაში კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,098 ნახვა