GD Banner
Uncategorized

ნიკოლოზ სამხარაძე: ჟოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამიმყარდა იმედი იმისა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

ჟოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამიმყარდა იმედი იმისა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ჟოზეფ ბორელს ექნება სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში, როგორია ჩვენს ქვეყანაში პროგრესი და რა გამოწვევები გვაქვს. თავისთავად, ეს ძალიან დიდი პლიუსია, ვინაიდან ჩვენ ველით დადებით გადაწყვეტილებას. ამ ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამიმყარდა იმის იმედი, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – აცხადებს სამხარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,055 ნახვა