GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯი არ იყო დანაშაული, დღეს პრემიერმა ისარგებლა ჩარტერით და ამისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა, ესაა რეალობა

„თქვენ გახსოვთ, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯი არ იყო პრობლემა, ეს არ იყო დანაშაული, მაშინ როდესაც რეალურად ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა იმ საკითხების მოგვარება მისთვის, რომელიც მის პირად საჭიროებას განეკუთვნებოდა. დღეს ვითარება გვაქვს, რომ პრემიერმა ისარგებლა ჩარტერით და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა ამისათვის, ეს არის რეალობა“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის განმარტებით, ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ასახული დეკლარაციაში. „რაც შეეხება თვითონ ხარჯებს, ეს იქნება დეკლარირებული და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯები. აქედან გამომდინარე ყველაფერი არის დღესავით ნათელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა სტანდარტი. თავის დროზე ბიუჯეტს უყურებდნენ როგორც საკუთარ სალაროს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, დღეს ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა საკუთარი, პირადი საჭიროებისთვის. ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ასახული დეკლარაციაში”-აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ასევე, პრემიერის ვიზიტის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო დანერგილი. მისივე თქმით, არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტის ფულით, შესაბამისად, დანაშაულზე და მსგავსი ტიპის სპეკულაციებზე საერთოდ არ ღირს კომენტარის გაკეთება. „ეს არის ცარიელი სპეკულაცია. მამუკა ხაზარაძეზეც შეგახსენებთ, რომ ეს ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო დანერგილი. არაფერი, არც სასპეკულაციო არ არის ამ ყველაფერში, როდესაც პრემიერი საკუთარი ხარჯით მიემგზავრება საზღვარგარეთ. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტის ფულით, შესაბამისად, დანაშაულზე და მსგავსი ტიპის სპეკულაციებზე საერთოდ არ ღირს კომენტარის გაკეთება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,103 ნახვა