პოლიტიკა

კახა კალაძე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე: პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მნიშვნელოვანია, რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა სხვათა ინტერესებისთვის იყოს გამოყენებული

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით პარტიული ღონისძიებები გრძელდება, პარალელურად კი წინასაარჩევნო სამზადისი იწყება. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. „პარტიული კონფერენციები გაგრძელდება. ხვალ სამეგრელოში ყველა ქალაქში ჩავალთ.

კონფერენციებზე რაიონული პარტიული ორგანზაციის თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებს ავირჩევთ. ქვეყნის მასშტაბით ყველგან ვაპირებთ ჩასვლას. პარალელურად ვიწყებთ საარჩევნო სამზადისს. 2024 წელი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი წელია- არის საპარლამენტო არჩევნები, რასაც პარტია „ქართული ოცნება“ მომზადებული შეხვდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის მხარდამჭერით გამარჯვებას მივაღწევთ.

ეს გამარჯვება სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ განვითარებას. რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის, გაჩაღდეს მეორე ფრონტი, შეუერთდეს სანქციებს და ამით დაზარალდეს ეკონომიკა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,186 ნახვა