GD Banner
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ვერცერთი აღქმა ვერ იქნება ანტიევროპული, როდესაც საქართველო მკაცრად იცავს კანონს, რომელშიც წერია, რომ ევროინტეგრაციისთვის ყველა ორგანო არის ვალდებული გააკეთოს მაქსიმუმი, მაგრამ კონსტიტუციის მკაცრი დაცვით

მართლაც, სწორედ აღქმები არის ის ერთგვარი წინაღობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფაქტების ნიველირებას ახდენს და მხოლოდ აღქმების საფუძველზე უნდა ვინმეს, რომ საკუთარი პოლიტიკა აწარმოონ ან რაიმე სახის გადაწყვეტილება მიიღონ, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა და ეს პროცესი ევროინტეგრაციის კონტექსტში განიხილა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მაგალითად ნიკა მელიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოიყვანა და გაიხსენა ის განცხადებები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის დაკავებისას სწორედ აღქმებზე დაფუძნებით კეთდებოდა.

„აღმოჩნდა, რომ აღქმებით ხელმძღვანელობა არის კონტრპროდუქტიული ფაქტებთან პირისპირ დარჩენასთან მიმართებით. იმიტომ, რომ ფაქტები აბსოლუტურად სხვა რაღაცას მეტყველებენ, ხოლო აღქმები, აღმოჩნდა, რომ არის ტყუილი და ცრუ. ამ მომენტშიც შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ყველა, ვინც კი საკითხს სიღრმისეულად შეისწავლის – და არ არის ეს რთული საკითხი, ეს არის 2-3 წუთიანი თემა, ვერცერთი აღქმა ვერ იქნება ანტიევროპული, როდესაც საქართველო, ქართული მხარე მკაცრად იცავს იმ ძირითად კანონს, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ყველა ორგანო არის ვალდებული გააკეთოს მაქსიმუმი, მაგრამ გააკეთოს მაქსიმუმი არა ინდივიდუალური წიაღსვლებით, არამედ კონსტიტუციის მკაცრი დაცვით. სწორედ ეს არის ის ამოსავალი წერტილი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ – საქართველოს პრეზიდენტით დაწყებული, თანამდებობის ნებისმიერი პირით დასრულებული. ძირითადი კანონი ჩვენს ქვეყანაში სწორედ კონსტიტუციაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,336 ნახვა