GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, ისინი მოქმედებენ ერთიანი დღის წესრიგით

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება იმ მიზანს, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება და მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია.

„სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება იმ მიზანს, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება. ის მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით – ეს ერთი და მეორე, კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციას. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ განსაჯოს, ვის ინტერესებშია პოლარიზაცია. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს რადიკალურ ოპოზიციასთან ექნება კონსულტაციები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მან სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, თქვენ იცით, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ მოერიდა დანაშაულის ჩადენას, ანუ იცოდა, რომ ახორციელებდა არაკონსტიტუციურ ვიზიტს, არალეგიტიმურ ვიზიტს და შესაბამისად, თავად გასწია ხარჯები და ბიუჯეტის ხარჯზე არ წასულა შესაბამის ვიზიტებში. ეს ნიშნავს რას, რომ დანაშაულის ნაწილში მას ვერ ექნებოდა რადიკალური ოპოზიციის იმედი, ამიტომ, ვერ გარისკა დანაშაულის ჩადენა, თუმცა ძალიან მარტივად გარისკა კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, რადგან სწორედ აქ ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ისინი მოქმედებენ ერთიანი დღის წესრიგით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,328 ნახვა