უცხოური მედია

ევროპარლამენტმა მოუწოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს

ევროპარლამენტმა მოუწოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომ ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ვლადიმერ პუტინის და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მსგავსად, უკრაინელი ბავშვების გატაცებასთან არის დაკავშირებული. ევროდეპუტატები აცხადებენ, რომ ლუკაშენკო უკრაინიდან 2150 ბავშვის იძულებით გაყვანაზე არის პასუხისმგებელი. ისინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან ბელარუსის ე.წ. გამაჯანსაღებელ ბანაკებში გადაჰყავდათ, სადაც მათი „რუსიფიკაცია და იდეოლოგიური დამუშავება“ ხდება.

ლუკაშენკოს ასევე ბრალი ედება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი, უკანონო, არაპროვოცირებული აგრესიული ომისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებისთვის, ასევე ქვეყანაში რუსული ძალების განთავსებასა და წვრთნების ჩატარებაში და უკრაინაზე ბელარუსის მხრიდან შეტევის მუდმივ მუქარაში.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, რომ უზრუნველყონ ბელარუსის თანამდებობის პირთა სამართლებრივი დევნა, ვინაიდან ისინი დანაშაულებრივი აგრესიის თანამონაწილეები არიან და უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულში და გენოციდში მონაწილეობენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,845,536 ნახვა