პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნატოში მიღებაზე: ღია კარში და ორპირ ქარში ყოფნა ძალიან საშიშია. იმედი მაქვს, ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება, ვიღაცის მიზანი არ არის

ღია კარში და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება, ვიღაცის მიზანი არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატოში მიღების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

„ზოგადად, შემიძლია გითხრათ შემდეგი – ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, ღია კარში და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება, ვიღაცის მიზანი არ არის. ორპირმა ქარმა გაციება იცის. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი მდგომარეობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,422,495 ნახვა
%d bloggers like this: