GD Banner
საგარეო პოლიტიკა

რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინამ მოსკოვსა და ყირიმზე დრონებით თავდასხმა სცადა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმსა და მოსკოვში დრონები ჩამოაგდეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თავდასხმა კიევმა სცადა. 

„განადგურებულია ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროსთან რეგულარული საზენიტო რაკეტებით. მეორე უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის რეგიონის ისტრას ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

​მოსკოვის მერ სერგეი სობინიანის თქმით კი, წინასწარი მონაცემებით, შემთხვევას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,336 ნახვა