GD Banner
პოლიტიკა

ჩამოყალიბდეს ეს ხალხი – საქართველოს მოქალაქეები და პატრიოტები არიან, თუ უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსები

“ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი გია ლორთქიფანიძე ცდილობს, საქართველოში სიტუაცია არის – ის უკვე მეორეჯერ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში,” – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სუს-ის განცხადების შეფასებისას გააკეთა.

შალვა პაპუაშვილი  სუს-ს ნდობას უცხადებს და სჯერა, რომ საქართველოში ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში გადატრიალება იგეგმება, გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორი კი გია ლორთქიფანიძეა. 

ეს არის გამოძიების შედეგები, რომელიც ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს. ამ ყველაფერს ნაწილობრივ საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, თუ რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება და ეს არ არის პირველი მცდელობა მათი, რომ დესტრუქციით და არჩევნების გვერდითს ავლით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოება ამის შესახებ გააფრთხილა, წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია, მეორე მხრივ, ჩვენ უკვე ვნახეთ გამოძიების მასალები კიდევ ერთხელ გია ლორთქიფანიძეზე, რომელიც უკვე მეორეჯერ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში. ეს ადამიანი – ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ცდილობს არიოს სიტუაცია. დადასტურებულად ვიცით, მათ შორის, გახსოვთ მაშინ სატელეფონო საუბრებიც კი გასაჯაროვდა, რომ გია ლორთქიფანიძე იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარების ორგანიზატორი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში არევა და მათ შორის, სიტუაციის სისხლისღვრამდე მიყვანა.

სამარცხვინოა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას და თანამშრომლობენ და ენდობიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში, გია ლორთქიფანიძეს. ჩამოყალიბდეს ეს ხალხი – ისინი საქართველოს მოქალაქეები და პატრიოტები არიან, თუ უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსები,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,109 ნახვა