GD Banner
Uncategorized

„დიახ, არსებობს რისკები ბულგარეთისთვის“ – ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი აღმოჩენილი დრონის შესახებ

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი თოდორ თაგარევი შავიზღვისპირეთის ქალაქ ტიულენოვოში აღმოჩენილ დრონს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა მიმაგრებული, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს.

მისი თქმით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნაპოვნი დრონი უკავშირდება ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.

„ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ომი ჩვენ როგორღაც გვერდს აგვივლის. დიახ, არსებობს რისკები ბულგარეთისთვის“, – აღნიშნა თაგარევმა.

მან აღნიშნა, რომ გრძელდება გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა დრონი ბულგარეთში და დასძინა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არაა.

„დრონი ნამდვილად არ არის დაფიქსირებული სარადარო სადგურების მიერ – ჩვენ არ ვიცით როდის და როგორ მოხვდა ის ჩვენს ტერიტორიაზე“, – დასძინა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,444 ნახვა