პოლიტიკა

„უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“ – ეკატერინე მიქაბაძე ამ ეტაპზე სებ-ის საბჭოს დატოვებას არ აპირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე მიქაბაძე ამ ეტაპზე სებ-ის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინსტიტუციის ქმედუნარიანობა უნდა შენარჩუნდეს.

„ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია… ინსტიტუციის ქმედითუნარიანობის შენარჩუნების მიზნით… უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“, – განაცხადა მიქაბაძემ.

მისი განმარტებით, სანქცირების წესში ცვლილებების შეტანის მიღებული გადაწყვეტილება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა. „საბჭოს უფლებამოსილებაში ეს არც შედის და კომუნიკაცია ჩემთან პირადად არ ყოფილა“, – აღნიშნა მიქაბემ.

ხოლო კითხვაზე – ეთანხმება თუ არა თავად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, პასუხის გაცემისგან ეკატერინე მიქაბაძემ თავი შეიკავა.

სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრი პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი თანამდებობიდან გადადგნენ. BM.GE-მ სებ-ის საბჭოს სხვა წევრების პოზიციებიც მოისმინა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე გალდავა სების საბჭოს დატოვებას არ აპირებს. ნიკოლოზ გაგუამ კი თქვა, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,551 ნახვა