პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით ქართველიშვილი: სააკაშვილმა ზუსტად ის გააჟღერა, რაც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვიხილეთ: იწყება, არ მოგვცემენ, ავბუნტდეთ, გამოვიდეთ, ჯანყი პროზექტურაში, ბუნტი ცვილის ფიგურების მუზეუმში და.ა.შ

„ქვეყნის ვერშემდგარი აყირავების მერამდენე ფოცხს უნდა დააბიჯონ ერთმა და იმავე აქტორებმა და რატომ აქვთ წელს უფრო დიდი მოლოდინი, რომ ამჯერად ყველაფერი გამოუვათ? ეს არის აბსოლუტური აბსურდი“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავის მიმართვაში ზუსტად ის გააჟღერა, რაც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იხილა საზოგადოებამ, რაც ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება.

„მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად გამოიყურება, კარგ ფიზიკურ ფორმაშია, აბსოლუტურად არაფერი ეტყობა დემენციის და მგონი, უკვე მზად არის, დატოვოს სამედიცინო დაწესებულება და გადავიდეს იქ, სადაც ეკუთვნის – სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სააკაშვილმა ზუსტად ის გააჟღერა, რაც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვიხილეთ: იწყება, არ მოგვცემენ, ავბუნტდეთ, გამოვიდეთ, ჯანყი პროზექტურაში, ბუნტი ცვილის ფიგურების მუზეუმში და ა.შ. ერთია ეს მიმართვა და მეორეა – ვინ არის შემსრულებელი. ჩვენ ხომ ამ ყველაფერს ვხედავთ? ქვეყნის ვერშემდგარი აყირავების მერამდენე ფოცხს უნდა დააბიჯონ ერთმა და იმავე აქტორებმა და რატომ აქვთ წელს უფრო დიდი მოლოდინი, რომ ამჯერად ყველაფერი გამოუვათ? ეს არის აბსოლუტური აბსურდი.

ჩვენ უბრალოდ, ამ უნიჭოდ დადგმული სცენარის განხორციელების მცდელობის მაყურებლები ვართ, მაგრამ თუ ხელისუფლება, საზოგადოება, სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, საქართველოში არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, რომ რაიმე მოტივაცია და მუხტი წამოსწიონ, რათა საქართველომ, რომელმაც ერთადერთმა შეინარჩუნა თითქმის ორწლიანი მსოფლიო საგიჟეთის პირობებში თავისი სამშვიდობო პოლიტიკა და ეკონომიკური სტაბილურობა, და ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, და ჰყავს ახალი, საიმედო, საინტერესო სტრატეგიული პარტნიორები, და განვითარების არნახული პერსპექტივა აქვს, რატომღაც, ვიღაცის წამოძახილზე, „ვივამედიდან“ თუ პარლამენტის დერეფნიდან, ეს დაკარგოს.

ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როდესაც უმწვავეს, ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში ორი ჩვენი მეზობელი ქვეყანა ცდილობს ზავი ჰქონდეთ ერთმანეთთან და გამწვავებაზე არ წავიდნენ, ის ომი არ დაიწყონ, რომელიც „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებში შედის. ეს თუ დაიწყო, ვერც საქართველო და ვერც რეგიონი მშვიდობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,174 ნახვა