პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ამტკიცებდა, თითქოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რეგულაცია კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძის გამო შეიტანა ბრძანებაში, საბოლოო ჯამში საინტერესო რამ გამოვიდა – დღეიდან ეს რეგულაცია ოთარ ფარცხალაძეზე საერთოდ ვეღარ გავრცელდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის კარგავს საქართველოს მოქალაქეობას

მთელი დღის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, თითქოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეს რეგულაცია კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძის გამო შეიტანა ბრძანებაში, საბოლოო ჯამში საინტერესო რამ გამოვიდა, რომ დღეიდან რეალურად ეს რეგულაცია ოთარ ფარცხალაძეზე საერთოდ ვეღარ გავრცელდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის კარგავს უკვე საქართველოს მოქალაქეობას – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, ძალაში დარჩა ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც იცავს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.

„ფარცხალაძეზე არ გავრცელდება დღეიდან, ეს კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, მაგრამ ეს რეგულაცია იცავს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ნებისმიერ ქართულ კომპანიას, კონსტიტუციის წინააღმდეგ მისი უფლებების დარღვევისგან. ჩვენ გვაქვს მოქმედი კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციაში არის ჩადებული ორი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. ეს არის საკუთრების ძირითადი უფლება და ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. ძველი რეგულაციებით, რაც მანამდე მოქმედებდა, საქართველოს მოქალაქისთვის ირღვეოდა როგორც ერთი, ასევე მეორე უფლება და ახალი რეგულაციით უკვე უზრუნველყოფილია ის, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ არც ერთი და არც მეორე უფლება არ იქნება დარღვეული და ადამიანის უფლებები იქნება განუხრელად დაცული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი ყოველ ჯერზე არის ის, რომ რაღაცნაირად დააზიანონ ქვეყანა, სახელმწიფო, თუმცა, მაქსიმუმ, ერთდღიანი შედეგები აქვთ ხოლმე. „მთლიანობაში ძალიან საინტერესო სურათი დალაგდა, ერთდღიანი ქარიშხალი ჭიქაში შექმნეს, ოპოზიციამ გააკეთა ეს ყველაფერი, სამი მეასედით შეიცვალა ლარის კურსი, ესეც რა თქმა უნდა დასტაბილურდება. მეტს ვერაფერს მიაღწიეს. მათი მიზანი ყოველ ჯერზე არის, რომ რაღაცნაირად დააზიანონ ქვეყანა, დააზიანონ სახელმწიფო, თუმცა, ერთდღიანი შედეგები აქვთ ხოლმე მაქსიმუმ და დღევანდელი მოცემულობაც ამის კიდევ ერთი გამოვლინება იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,646 ნახვა