ხელოვნება და კულტურა

ბაჩო ოდიშარია სააკაშვილზე: ამჯერად კინოკრიტიკოსის მანტია მოირგო და ახალ ქართულ ფილმზე „იარე ლიზა” აკომენტარებს, რუსული პროპაგანდააო, არადა, ფილმი ყველა ენჯეოშნიკური კლიშის დაცვით გადაღებული ლიბერალური თვითგმობის ნიმუშია

სააკაშვილი კულტურისგან სრულად გაუცხოებული გოიმი და ანალიტიკური უნარებისგან განძარცვული მეგალომანიაკი როა, ყველამ ისედაც ვიცით, თუმცა ამჯერად კინოკრიტიკოსის მანტია მოირგო და ახალ ქართულ ფილმზე, “იარე ლიზა”, აკომენტარებს, რუსული პროპაგანდააო. არადა, ფილმი რეალურად ყველა ენჯეოშნიკური კლიშის დაცვით გადაღებული ლიბერალური თვითგმობის ნიმუშია, რომელიც აფხაზეთის ომის საკითხს საერთოდ არც იკვლევს და არც თანაგანცდა გააჩნია – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩო ოდიშარია წერს.

ბაჩო ოდიშარიას თქმით, რაც შეეხება რუსულ პროპაგანდაზე მორიგ ფუჭ აპელირებას, ფილმში იმდენი გინებაა რუსეთის მისამართით და იმდენი კომენტარია, რომ რუსეთის ბრალია ყველაფერი, მომენტებში გავიწყდება რომ ფილმს უყურებ და პირველკურსელი ლიბერალის პოდკასტი გეგონება თემაზე “კავკასიის გეოპოლიტიკა“.

როგორც ბაჩო ოდიშარია აღნიშნავს, ეს მორიგი აფერიზმია, სააკაშვილი წულუკიანისკენ იშვერს ხელს, მისი ბრძანებით დაფინანსებული ფილმიაო, არადა, ფილმი პირველად დაფინანსდა 2019 წელს, წინა კულტურის მინისტრის პერიოდში, წინის წინა კინოცენტრის დირექტორის პირობებში და გახარიას პრემიერობის დროს.

„სააკაშვილი კულტურისგან სრულად გაუცხოებული გოიმი და ანალიტიკური უნარებისგან განძარცვული მეგალომანიაკი როა, ყველამ ისედაც ვიცით, თუმცა ამჯერად კინოკრიტიკოსის მანტია მოირგო და ახალ ქართულ ფილმზე, “იარე ლიზა”, აკომენტარებს, რუსული პროპაგანდააო. არადა, ფილმი რეალურად ყველა ენჯეოშნიკური კლიშის დაცვით გადაღებული ლიბერალური თვითგმობის ნიმუშია, რომელიც აფხაზეთის ომის საკითხს საერთოდ არც იკვლევს და არც თანაგანცდა გააჩნია, მხოლოდ ემოციურ აპარატზე ზემოქმედებას ცდილობს და ისიც გადაჭარბებული თეატრალიზმის და ჰოლივუდური პატერნების მიმბაძველობის გამო, ძალიან რთულად მისაღწევი იქნება მაყურებელში.

მიზანი ერთი შეხედვით კეთილშობილურია, რომ დაინგრეს მტრის ხატი, გამოჩნდეს, რომ ორივე მხარე ერთნაირად დაიჩაგრა, მაგრამ იმის გამო, რომ სიუჟეტს აკლია სიღრმისეული გააზრება, არის ზედაპირული და პრიმიტიული, ეს მიზანი ვერ მიიღწევა. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდაზე მორიგ ფუჭ აპელირებას, ფილმში იმდენი გინებაა რუსეთის მისამართით და იმდენი კომენტარია, რომ რუსეთის ბრალია ყველაფერი, მომენტებში გავიწყდება რომ ფილმს უყურებ და პირველკურსელი ლიბერალის პოდკასტი გეგონება თემაზე “კავკასიის გეოპოლიტიკა”. მოკლედ, ეს მორიგი აფერიზმია, სააკაშვილი წულუკიანისკენ იშვერს ხელს, მისი ბრძანებით დაფინანსებული ფილმიაო, არადა, ფილმი პირველად დაფინანსდა 2019 წელს, წინა კულტურის მინისტრის პერიოდში, წინის წინა კინოცენტრის დირექტორის პირობებში და გახარიას პრემიერობის დროს. დამატებითი დაფინანსება 2020 წელს უშუალოდ გახარიას ჩამრევლობით მიიღო, მაშინაც, კულტურის მინისტრი იყო ჩხენკელი.

გარდა იმისა, რომ უმარტივესი ფილმის გაანალიზება და კონტექსტის წაკითხვა არ შეუძლია, ამასთან, უბრალოდ პრიმიტიულ ტყუილს ამბობს, როგორც ჩვევია. და ერთი ის მაინტერესებს, ვივამედში, სადაც, “სიკვდილს ებრძვის”, საიდან აქვს წვდომა ქართულ ფილმზე, რომელიც ახლა გადის კინოთეატრებში?“, – წერს ბაჩო ოდიშარია Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,847,451 ნახვა