ეკონომიკა

აბაშიშვილი: სსფ-ის მიერ პროგრამა დროებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეჩერდა, ხოლო ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალების შემსრულებლად ივნისის ბოლოს დაინაშნა – ამ ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირება, აბსურდია

განსაკუთრებული მნიშნელობა ჰქონდა გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალოების შემსრულებლის ნათია თურნავასა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრას. ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი განაგრძობს პროაქტიულ კომუნიკაციას, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისე მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან, რათა მინიმუმადე დავიდეს ის პოლიტიკური სპეცკულაციები, რომელებიც ეროვნული ბანკის ირგვლივ არსებობს სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით და პარტნიორებმა რეალური, კვალიფიუციურ ანალიზზე დაყდნობით მიწოდებული ინფორმაცია მიიღონ,-ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილი წერს.

„განსაკუთრებულად პოზიტიური იყო ელჩის მხრიდან ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასება, აქცენტირება და სურვილი სსფ-ის დროებით შეჩერებული პროგრამის მეორე მიმოხილვის განახლებაზე, მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესაბამისად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობაზე.

სამწუხაროდ, ამ პოზიტიური შეხვედრაშიც „მოიძებნა“ ნეგატივი, რომ თითქოს, პირველად ახლა დაფიქსირდა სსფ-ის პროგრამის მიმოხილვის დროებით შეჩერება. ცხადია, ეს მარტივად გადასამოწმებელი მცდარი ინფორმაციაა და მასთან ქალბატონი თურნავას დაკავშირება მსუბუქად რომ ვთქვათ არასწორია. რეალურად ფაქტი არის შემდეგი:

სსფ-ის მიერ პროგრამა დროებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეჩერდა, ხოლო ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალების შემსრულებლად ივნისის ბოლოს დაინაშნა – ამ ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირება, აბსურდია.

თუმცა, სამწუხაროა, ჯამში რასაც ვხედავთ: ელჩმა ისაუბრა მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე რაც მნიშნელოვანია სსფ-ის პროგრამის განახლებისათვის – ჩვენთან, პოლიტიკური დარტყმების უმრავლესობა სწორად მაკროეკონომიკური პოლიტიკის შესუსტებისკენაა მიმართული, ელჩმა ისაუბრა სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერეზე, ჩვენთან კი ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ძლიერი და უმნიშნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი დაზიანდეს.

უშუალოდ სსფ-ის პროგრამას მივუბრუნდეთ: სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შემდეგ, რასაც ვაკვირდები ქალბატონ თურნავას, მცდელობა არ დაუკლია მის დანიშნავდე შეჩერებული პროგრამის განახლებასთან დაკავშირებით. ამიტომ, სწორი დასკვნების გამოტანა და ფაქტების სწორად შეფასებაა საჭირო.

რეალურად, როგორ უნდა მოხდეს, რომ დროებით შეჩერებული პროგრამის მიმოხილვის მაქსიმალურად მოკლე დროში და ეფექტურად განახლდეს. აქ უმთავრესი არის ის, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცეს მშვიდი, პოლიტიკისაგან და ზოგადი ზეწოლისგან მაქსიმალურად თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა, პრეზიდენტის მოვალობის შემსრულებლის ხელმძღვანელობით დაწყებული პოლიტიკა უნდა გაარძელოს, რომელიც მოიცავს ინფლაციის შემცირების ტაქტიკას რაც წარმატებით ხორციელდება, უნდა გააძლიეროს სავალუტო ბუფერების მართვა და ცხადია, ხელი შეუწყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას.

პოლიტიკური ზეწოლის, პოლიტიკური სიმულაციების ჩამოშორების შემდგომ (იმედი ვიქონიოთ, რომეს მაქსიმალურად სწრაფად მოხდება), დარწმუნებული ვარ, რომ სსფ-ის მიერ კვალიფიციური გადაწყვეტილების ნაწილში აბსოლუტურად თავსებადი იქნება ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ახორციელებს ეროვნული ბანკი და რომელიც მოიცავს ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკას, საერთაშორისო რეზერვების ეფექტურ და გონივრივულ მართვას, ცხადია, ამ ყოველივეს არსებული მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპეკულაციების, საფუძველს მოკლებული ,,ტრაგიკული” სცენარების სწრაფად გავლის შემდგომ, მოლოდინების გონივრული მართვა მოხდება, რომლის აუცილებელი ნაწილიც გაზრდილი საგარეო შემოდინენების ფონზე, გონივრული ინტერვენციების საშუალებით საერთაშორისო რეზერვების  ეფექტური ზრდა იქნება“.

businessinsider georgia

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,648 ნახვა