პოლიტიკა

„მჯერა, რომ პატრიოტები თათქარიძეებზე ბევრად უფრო მეტნი ვართ“ – პაატა მანჯგალაძე

“მე მჯერა, რომ პატრიოტები თათქარიძეებზე ბევრად უფრო მეტნი ვართ! ან ვართ ერი, რომელიც არ თმობს თავისუფლებას, ან თათქარიძესავით ერთი განცხრომის ფასად ვუარყობთ მას.” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.


 როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ძლიერია ის ერი, რომელმაც თავისუფლება არ დათმო, ხოლო არჩევანი თავისუფლებასა და „თათქარიძისეულ განცხრომას” შორის უნდა გაკეთდეს:


 „სამწუხაროდ, ანტიქართული, ანტიეროვნული ხელისუფლება აგრძელებს მანიპულაციას და ადამიანის ემოციებით თამაშს. თითქოს თუ რუსეთს როგორც უნდა ისე არ მოვიქცევით, საქართველო ვერ გადარჩება. არადა გამოცდილია, დღეს განვითარებული და ძლიერია ის ერები, ვინც არ დათმო თავისუფლება ხაფანგში არსებული პურისთვის. აი, ეს არის რუსეთი ჩვენთვის და ვინც მას წარმოაჩენს ჩვენი კეთილდღეობის მთავარ წყაროდ, არის ჯაშუშ ფარცხალაძეზე უფრო საშიში საქართველოსთვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, საკითხი ასე დგას, ან ვართ ერი რომელიც არ თმობს თავისუფლებას, მის სახელმწიფოებრიობას ან თათქარიძესავით ერთი განცხრომის ფასად ვუარყობთ მას. მე მჯერა, რომ პატრიოტები თათქარიძეებზე ბევრად უფრო მეტნი ვართ!” – განაცხადა მანჯგალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,206 ნახვა