პოლიტიკა

ირლანდიის სენატის თავმჯდომარე – ჩვენი პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს

ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს, – ამის შესახებ ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ, ჯერი ბუტიმერიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კარგი დისკუსია ჰქონდათ რიგ საკითხებზე, განსაკუთრებით, ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით.

„როგორც ირლანდიის პარლამენტის წევრი ვაღიარებ იმ სარგებელს, რომელიც ევროკავშირში წევრობამ მოგვიტანა მას შემდეგ, რაც 50 წლის წინ ევროკავშირში შევედით. ღარიბი ქვეყნიდან ჩვენ ვიქეცით მდიდარ ქვეყნად. ევროკავშირი წევრობის სარგებელი თვალსაჩინოა. ირლანდია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს განაცხადს. ჩვენი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს. ევროკავშირმა თავისი შეფასებებში, ანალიზში, თუ რა ეტაპზეა საქართველო წევრობის გზაზე, ჩამოაყალიბა კრიტერიუმები და 12 პრიორიტეტი. ისინი დროულად უნდა შესრულდეს. ვფიქრობ, საპარლამენტო ჯგუფის თვალსაზრისით, ირლანდიის მეგობრობის ჯგუფს საქართველოსთან აქვს კარგი სამუშაო ურთიერთობები და ურთიერთგაგება წევრობამდე გზასთან დაკავშირებით. ჩვენ, ყველა ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან“, – განაცხადა ჯერი ბუტიმერიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,847,330 ნახვა