GD Banner
საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი: “როგორც მივხვდი, სანდრა და მიშა ოფიციალურად განქორწინდნენ”

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტს ეხ­მი­ა­ნე­ბა:

“რო­გორც სან­დრა რუ­ლოვ­სის სტა­ტუ­სით მივ­ხვდი, ის და მიშა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წინ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, მი­შას სტა­ტუ­სი ძა­ლი­ან გა­სა­გე­ბია. მად­ლი­ე­რე­ბაც და სან­დრას პა­ტი­ვის­ცე­მის სა­ჯა­რო და­დას­ტუ­რე­ბაც.” – წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ექ­სპრეზიდენტს “ვი­ვა­მედ­ში” გუ­შინ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სან­დრა რუ­ლოვ­სი ეწ­ვია, რა­ზეც სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

“სან­დრა არის ყველ­ზე კე­თილ­შო­ბი­ლი და გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც შეხ­ვედ­რის უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა მხვდა წი­ლად. ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს, რა­საც მი­ვაღ­წიე, მას უნდა ვუ­მად­ლო­დე.

ჩვენ გავ­ზარ­დეთ ორი ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტი შვი­ლი. სან­დრა რჩე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ სიყ­ვა­რუ­ლად, ვი­ნა­ი­დან ეს იყო ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია და ჩემი პი­როვ­ნე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ნა­წი­ლად.

ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ყვე­ლა იმ მო­მენტს, როცა მას გული ვატ­კი­ნე. მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რათა მას, ედუ­არდს და ნი­კო­ლოზს გვერ­დით და­ვუდ­გე” – წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, მას შემ­დეგ რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­რუ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ქალი არ­სე­ბობ­და. რო­გორც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­მარ­თვა­ში იყო ნათ­ქვა­მი, ეს ლიზა იასკო იყო, რო­მელ­თა­ნაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სან­დრამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა და იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა მის­თვის “სი­ურ­პრი­რი­ზი” იყო და ამის შე­სა­ხებ უმ­ცრო­სი შვი­ლის­გან შე­ი­ტყო. რო­გორც სან­დრა ჰყვე­ბო­და, მას რთუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ეპი­ზო­დე­ბის გავ­ლა მო­უ­წია იმის­თვის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბის ფაქ­ტის სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბა შესძ­ლე­ბო­და (წა­ი­კი­თხეთ: “შოკი იყო… ზე­დი­ზედ სამ­ჯერ მო­ვის­მი­ნეთ და მა­ინც არ მჯე­რო­და… მერე და­ი­წყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი” – სან­დრა რუ­ლოვ­სი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე).

რამ­დე­ნი­მე თვე­ში ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ა­კაშ­ვილს მე­სა­მე შვი­ლი ჰყავ­და, რო­მე­ლიც მას სოფო ნი­ჟა­რა­ძის­გან შე­ე­ძი­ნა. ალის­კა ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და. ის დე­დას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე თვე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­გან შვი­ლი ლიზა იას­კო­მაც გა­ა­ჩი­ნა.

ორი თვის წინ სა­ა­კაშ­ვი­ლის “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტუ­სი, სა­დაც წერ­და, რომ ის და სოფო ნი­ჟა­რა­ძე შე­რიგ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ტუ­სი წა­ი­შა­ლა. ვინ არის ახლა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გვერ­დით, უც­ნო­ბია, რად­გან ლიზა იას­კო წე­ლი­წად­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლის სა­ნა­ხა­ვად აღარ ჩა­მო­სუ­ლა.

palitravideo

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,829 ნახვა