პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია – მშვიდობა ყველაზე მოსაფრთხილებელი და დასაფასებელი გარემოებაა, მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა საქართველოს

„ოთხი დღის წინ ჩამოვედი ისრაელიდან, სადაც იქაური კინო ფონდის მიწვევით ვიყავი სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე სასაუბროდ და ჰაიფას საერთაშორისო კინოფესტივალზე დასასწრებად. დღეს იქაური მეგობრები მწერენ რომ დილა შვილებთან ერთად თავშესაფარში გაუთენდათ. მე კიდევ მაქვს პრივილეგია, რომ ბავშვს კიროვის ბაღში ვასეირნებდე იმის შიშის გარეშე, რომ ჩემ ქვეყანაში ბომბი ჩამოვარდება – წერს სოციალურ ქსელში კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩო ოდიშარია.

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობა ყველაზე მოსაფრთხილებელი და დასაფასებელი გარემოებაა.

„ოთხი დღის წინ ჩამოვედი ისრაელიდან, სადაც იქაური კინოფონდის მიწვევით ვიყავი სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე სასაუბროდ და ჰაიფას საერთაშორისო კინოფესტივალზე დასასწრებად. ახალი მეგობრები გავიჩინე, ვისთან ერთადაც ყოველ საღამოს ვსვამდით, ფეხბურთზე და კინოზე ვსაუბრობდით, საფესტივალო ფილმებს ვუყურებდით, თელავივიდან იერუსალიმში, იერუსალიმიდან ჰაიფაში ვმოძრაობდით და ვტკბებოდით იმით, რაც ერთის მხრივ შეუმჩნეველი და თითქოს ბუნებრივი მოცემულობა უნდა იყოს, ისევე როგორც ჰაერი – მშვიდობით. დღეს იქაური მეგობრები მწერენ რომ დილა შვილებთან ერთად თავშესაფარში გაუთენდათ. მე კიდევ მაქვს პრივილეგია რომ ბავშვს კიროვის ბაღში ვასეირნებდე იმის შიშის გარეშე, რომ ჩემ ქვეყანაში ბომბი ჩამოვარდება. მშვიდობა ყველაზე მოსაფრთხილებელი და დასაფასებელი გარემოებაა, მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს. მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა საქართველოს“, – წერს ბაჩო ოდიშარია Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,527 ნახვა