საზოგადოება

ლაშა ჟვანია: არავითარი დამადასტურებელი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ გავრცელებულ ფოტოზე ასახული პიროვნება საქართველოს მოქალაქეა

არავითარი დამადასტურებელი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ გავრცელებულ ფოტოზე ასახული პიროვნება საქართველოს მოქალაქეა, – განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ტყვედ ჩავარდა.

„[ინფორმაცია] გავრცელდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, სოციალურ ქსელებში. აქ არავინ გვიდასტურებს, არც მისი სახელი და გვარი არ ვიცით, ვითხოვთ, რომ მოგვაწოდონ გვარ-სახელი“, – აღნიშნავს ჟვანია.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,554 ნახვა