პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი – თუ კანდიტატის სტატუსი იმაზეა დამოკიდებული, როგორი ცდა ჩავატაროთ საქართველოს კანონმდებლობაზე, ამას ჩვენ არავინ გვთხოვს და მაშინ დამისახელეთ სად არის მითითებული, რომ ცდები უნდა ვატაროთ ჩვენს კანონმდებლობაზე

„ჩვენ ევროკავშირის კანდიდატობა იმიტომ გვჭირდება, რომ ევროკავშირის ქვეყნების სამართალს დავუახლოვდეთ, ჩვენი სისტემა დავაახლოვოთ ევროკავშირის სტანდარტებთან და როდესაც ამის საწინააღმდეგოს ვინმე გვეუბნება რომ განვახორციელოთ, სავსებით ლეგიტიმურია, ჩვენ ამაზე ვთქვათ რომ ეს არ არის თანხვედრაში ევროკავშირის სტანდარტებთან“ – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მან ბრიფინგის დროს ჟურნალისტის მიერ კანდიდატის სტატუსის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა რომ კანდიდატის სტატუსი უნდა დაეფუძნოს სამართლიან გადაწყვეტილებას და ობიექტურ კრიტერიუმებს.

მისივე თქმით არ შეიძლება კანდიდატის სტატუსი დაკავშირებული იყოს ისეთი საკითხების კანონმდებლობაში ასახვასთან, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებში არ არის.

„ჩვენ ვამბობთ და დასაწყისშივე ვამბობდით ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც არის სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული და თანხვედრაში ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ჩვენ აი ამ პრინციპს ვიცავთ ბოლომდე. თუ კანდიდატის სტატუსი იმაზეა დამოკიდებული, რომ როგორი ცდა ჩავატაროთ საქართველოს კანონმდებლობაზე, ამას დამერწმუნეთ ჩვენ არავინ არ გვთხოვს და მაშინ გთხოვთ, რომ დამისახელოთ სად არის მითითებული რომ ცდები უნდა ვატაროთ ჩვენ კანონმდებლობაზე.“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,377 ნახვა