ტელეკომპანია RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სქელტანიან წიგნს წერს იმის შესახებ, საით მიდის კაცობრიობა. სატელევიზიო ინტერვიუში სიმონიანმა წიგნიდან ნაწყვეტი წაიკითხა, სადაც გაშარჟებულია ტრანსგენდერული ცვლილებები.
მისი ვერსიით, მომავალში ადამიანი, რომელიც „საკუთარ თავს მღრღნელად ჩათვლის“, შეძლებს გადაიქცეს მღრღნელად- ან გახდეს „ტრანს ჭურვი“. ხოლო კაცობრიობა გადაშენდება, რადგან ბოლოს წინა ადამიანები დაიწყებენ სასქესო ორგანოების მოჭრას და მის ადგილზე ნებისმიერი საგნის მიკერებას, თუნდაც მტვერსასრუტის შლანგის.
„ასეთი შლანგის მფლობელი შეძლებს მიიკრას რაც სურს და ეს იქნება თაყვანისცემის ახალი ფორმა“,-აცხადებს სიმონიანი.
მისივე თქმით, მათ, ვინც სასქესო ორგანოს მტვერსასრუტით ჩაანაცვლებს, უფლება ექნებათ „შეისრუტონ და მიიკრან ნებისმიერი სასურველი არსება“ ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე „რადგან ეს იქნება განსხვავებული“,-აღნიშნა მან.