GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით ქართველიშვილი: ეს ორი „თუ“ საკმარისია ვივარაუდოთ, რომ ისრაელის გეგმებში შედიოდა ამ „მოულოდნელი“ და სასტიკი „ტკივილის“ დაშვება

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე ომს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ისრაელზე „მოულოდნელი თავდასხმა“ კითხვებსა და ეჭვებს აჩენს.

„დღეს გავაკეთოთ ძალიან მოკლე ანალიზი (და არა საექსპერტო დასკვნა) ისრაელის როლისა და ადგილისთვის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ სამხედრო აგრესიის პროცესებში. აქ ორიგინალური ვერ ვიქნები, იმდენი ითქვა და დაიწერა. უბრალოდ მომიწევს რამდენიმე „თუ-ს“ გამოყენება: „თუ“ პირველი: თითქოსდა 28 სექტემბერს ეგვიპტეს დაზვერვის მინისტრმა გენერალმა აბბას ქამელმა პირადად (!) გააფრთხილა ისრაელის პრემიერი მოსალოდნელ თავდასხმაზე. აბბას ქამელმა აღნიშნა, რომ დარჩა გაოცებული ნეთანიაჰუს უემოციო გულგრილობით ამ გაფრთხილების მიმართ. პირიქით, ამის შემდეგ ისრაელმა თავდაცვის ძალების ძირითადი ნაწილი მოაშორა „ღაზას სექტორს“ და გადაისროლა ისინი სამარიასა და იუდეას პროვინციებში. თავად ნეთანიაჰუ კი აღნიშნული კომუნიკაციის ფაქტს უარყოფს;

„თუ“ მეორე: ისრაელის თავდაცვის, სამხედრო დაზვერვის, „მოსსადის“ და მათი მეკავშირე ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების მაღალ კვალიფიკაციაში ეჭვს „თუ“ არ შემოვიტანთ, იმის დაშვება, რომ მათი ყურადღება „მოადუნეს“ პარაპლანებსა და მოტოციკლეტებზე ამხედრებულმა ჰამასის ტერორისტებმა, მართლა დაუჯერებელია. მით უმეტეს (!) „თუ“ ეგვიპტიდან გაფრთხილებას მართლა ჰქონდა ადგილი და ნეთანიაჰუ ამის უარყოფით – ცრუობს; პრინციპში, ეს ორი „თუ“ საკმარისია ვივარაუდოთ, რომ ისრაელის გეგმებში შედიოდა ამ „მოულოდნელი“ და სასტიკი „ტკივილის“ დაშვება (სიტყვა „პროვოცირებას“ მაინც არ ვხმარობ), რათა, შემდგომ საკუთარ მოქმედებებს მხოლოდ „იძულებული“ და „საპასუხო“ ფორმატი მიენიჭებინა. მიზანი – მრავალსაუკუნოვან ისტორიულ ტერიტორიულ დავას და რეალურად არსებულ ამ ორ ეთნოს შორის უკიდეგანო ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ს წერტილი დაესვას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,830 ნახვა