GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით ქართველიშვილი: საბაჟო სამსახურმა უკრაინაში შესული სამხედრო დანიშნულების 9 ათასი ტვირთიდან, რომელთა დაბინავების მისამართად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები იყო მითითებული, ადგილამდე ჩასული მხოლოდ 3 ათასი აღმოაჩინა

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები პრეზიდენტ ზელენსკის გარშემო ოპტიმიზმის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. ამის დამადასტურებელი რამდენიმე ფაქტორი გავიხსენოთ: სექტემბერში აშშ-ში რბილად რომ ვთქვათ, მისი “ნელთბილი” მიღება, ოქტომბერში ჯერ რუმინეთის პარლამენტში ზელენსკის სიტყვით გამოსვლის ჩაშლა, ისრაელში მისი ვიზიტისთვის ფაქტობრივი უარის თქმა, მაშინ როდესაც თელ-ავივის უპრობლემოდ ეწვია რაოდენიმე ევროპელი ლიდერი და ამერიკის პრეზდენტი“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, უკრაინის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის სამხედრო ნაწილებამდე მოსასვლელი ტვირთის 1/3 დაკარგულია.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აუჯანყდა ზელენსკის მისი ყოფილი სპიკერი არესტოვიჩიც, რომელმაც ქვეყანა და მისი ხელისუფლება კორუფციასა და ათას უბედურებაში დაადანაშაულა. აქტიურად მუშაობს მექრთამეობა-კორუფციის გამოვლენის ფრონტზე ამერიკელების შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ), თვე არ გადის, ხმაურიანი დაჭერების შესახებ ინფორმაცია არ მივიღოთ.

„საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები პრეზიდენტ ზელენსკის გარშემო ოპტიმიზმის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. ამის დამადასტურებელი რამდენიმე ფაქტორი გავიხსენოთ: სექტემბერში აშშ-ში რბილად რომ ვთქვათ მისი “ნელთბილი” მიღება, ოქტომბერში ჯერ რუმინეთის პარლამენტში ზელენსკის სიტყვით გამოსვლის ჩაშლა, ისრაელში მისი ვიზიტისთვის ფაქტობრივად უარის თქმა, მაშინ როდესაც თელავის უპრობლემოდ ეწვია რამდენიმე ევროპელი ლიდერი და ამერიკის პრეზდენტი და ა.შ.

აუჯანყდა ზელენსკის მისი ყოფილი სპიკერი არესტოვიჩიც, რომელმა ქვეყანა და მისი ხელისუფლება კორუფციასა და ათას უბედურებაში დაადანაშაულა. აქტიურად მუშაობს მექრთამეობა-კორუფციის გამოვლენის ფრონტზე ამერიკელების შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ), თვე არ გადის, ხმაურიანი დაჭერების შესახებ ინფორმაცია არ მივიღოთ.

სკანდალის ფონზე დატოვა თავისი თანამდებობა თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა, შავი ღრუბელია ჩამოწოლილი არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თავზე. არანაირ საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აღმოჩენის თაობაზე, სადაც ათობით ათასობით რაკეტაზე უბრალოდ ისლამური ნახევარმთვარის გამოსახულებაა დატანილი. და აი მორიგი კატასტროფული ინფორმაცია: ქვეყნის საბაჟო სამსახურმა უკრაინაში შემოსული, სამხედრო დანიშნულების 9 ათასი ტვირთიდან, რომელთა დაბინავების მისამართად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები იყო მითითებული, ადგილამდე ჩასული მხოლოდ 3 ათასი აღმოაჩინა. რა იქნა ამ ტვირთების დანარჩენი 70%, ალბათ უკრაინის ფარგლებს გარეთ ძიების საგანია. ამ ყველაფრის ფონზე სავსებით ლოგიკურია აშშ-ს კონგრესის მიერ უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტის გამოყოფის თაობაზე გამოჩენილი სკეპტიციზმი. გარდა ამისა, იგრძნობა ზელენსკის და მისი სახელისუფლებო გუნდის მიმართ მსოფლიოში დაგროვებული მზარდი უნდობლობა და უკმაყოფილება.

წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც საბაჟო სამსახური და ვერც ანტიკორუფციული ბიურო ზელენსკის მთავრობის დამაზიანებელ ფაქტებს ასე სააშკარაოზე ვერ გამოიტანდნენ. შეგახსენებთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ეხება “სტატუსმინიჭებულ” უკრაინას, რომლის ქართველი ფანატები დეტალურად ებღაუჭებიან ჩვენი ქვეყნისთვის ხელოვნურად თავსმოხვეულ 12-პუნქტიან “ხაფანგს”. და მიუხედავად ამ ჩასაფრებისა და ანტისახელმწიფოებრივი დესტრუქციისა, საქართველოს და უკრაინის ურთიერთშედარება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დღეს მხოლოდ უკიდურესად უსამშობლო და უსამართლო ბოროტ პოლიტიკურ ძალას თუ შეუძლია“, – წერს ქართველიშვილი facebook-

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა