Uncategorized

ლევან დავითაშვილი: 2023 წლის 9 თვეში საქართველოს აეროპორტებში 4,6 მილიონი მგზავრი გვყავდა. საავიაციო გზით მიღებულ ტურისტს მეტი შედეგი მოაქვს ჩვენს ეკონომიკაში

2023 წლის 9 თვეში საქართველოს აეროპორტებში 4,6 მილიონ მგზავრს მოვემსახურეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის სრულად აღდგა თბილისში მგზავრთნაკადი, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ქუთაისში და სრული აღდგენა გვაქვს ასევე ბათუმის აეროპორტში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დარგია ტურიზმი საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ყველაზე ინკლუზიურია და დადებითი ტენდენციები ტურიზმის სექტორში, მოსახლეობის მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება ხოლმე. 5,6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა, აქედან ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს, რომ გვყავდა 3,7 მილიონამდე საერთაშორისო ტურისტი, რაც 2019 წლის მონაცემებთან მიმართებით, 91%-იანი აღდგენაა ტურიზმის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლებში ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტია ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, რაოდენობრივი აღდგენაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენ ტურიზმიდან გვჭირდება კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღება, მათ შორის, რეგიონებში, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის ობიექტისთვის. ტენდენციები ნამდვილად დადებითია და ეს მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვაქვს გამიზნული, კარგად კოორდინირებული პოლიტიკა ტურიზმისა კერძო სექტორთან, ასევე ცნობადობის კამპანიები, სადაც აქტივობას არ ვანელებთ, პირიქით, უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს მომავალ წლებშიც.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ არ გვაქვს სრული აღდგენა ან უფრო მეტიც, ზრდა 2019 წელთან შედარებით, ეს არის რეგიონში შექმნილი ვითარება. მათ შორის, დაკეტილი საზღვრები ტრადიციულ ბაზრებთან. ამას ისიც ადასტურებს, რომ ჩვენ ავიამგზავრების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი ტენდენცია გვაქვს, 2023 წლის 9 თვეში საქართველოს აეროპორტებში 4,6 მილიონი მგზავრი გვყავდა, ამდენ მგზავრს მოვემსახურეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის სრულად აღდგა თბილისში მგზავრთნაკადი, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ქუთაისში და სრული აღდგენა გვაქვს ასევე ბათუმის აეროპორტში. ანუ საავიაციო გზით ტურისტების მიღება არის მაჩვენებელი იმისა, რომ ეს არის უფრო მაღალი მხარჯველობითი უნარის მქონე ტურისტი, რომელსაც მეტი შედეგი მოაქვს ჩვენს ეკონომიკაში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,630 ნახვა