უცხოური მედია

„ჰამასის“ ტერორისტს ჰქონდა ინსტრუქციები ქიმიური იარაღის დამზადების შესახებ – ისრაელის პრეზიდენტი

სრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ  „ჰამასის“ დაღუპულ მებრძოლს სხეულზე ქიმიური იარაღის დამზადების სახელმძღვანელო აღმოუჩინეს.

მისი თქმით, ინფორმაცია რომელიც USB ტიპის მეხსიერების ბარათზე იყო ჩაწერილი, „ჰამასის“ „ბოევიკი“ თან ატარებდა და დასძინა, რომ მასალა „ალ-ქაიდას“ ეკუთვნის და მასში აღწერილია, როგორ უნდა გამოეყენებინათ ტოქსიკური ნივთიერება ციანიდი, უაღრესად ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება.

მათ აღმოაჩინეს მასალა დაღუპული მებრძოლის სხეულზე კიბუც ბეერიში, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ მოკლა ათობით ადამიანი და მძევლები აიყვანა.

„ჩვენ საქმე გვაქვს ISIS-თან (ისლამურ სახელმწიფოსთან), ალ-ქაიდასთან და „ჰამასთან. ამ მასალაში არის ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა აწარმოო ქიმიური იარაღი, აქ საუბარია ხანძარზე, საუბარია სხვადასხვა ქიმიკატებზე“, – განაცხადა ჰერცოგმა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,643 ნახვა