პოლიტიკა

ლელა ჯეჯელავა ოპოზიციას: თუ თქვენი სურვილი ქართველი ხალხის გამარჯვებაა, მაშინ ერთმანეთთან გასაყოფი რა გაქვთ, თუ შექმნილ მოცემულობას ვერ იაზრებთ?

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სოცქსელში წერს:

„ტყუილად ჰგონიათ ოზიციური პარტიების ლიდერებს და ლიდერუკებს, რომ მათი დავარცხნილი , პათეტიკური და ” ზემორალური” ტექსების მიღმა არ იკითხება მათი ნამდვილი განზრახულობა. ის რომ ქართული ოცნების მიზანია 2024 შიც და უკუნითი უკუნისამდე  იყოს ქართველ ხალხზე გამარჯვებული, ეს ეჭვს არ იწვევს, მაგრამ რა არის თქვენი განზრახვა?- ქართველი ხალხის გამარჯვება, თუ თქვენც ქართველ ხალხზე გამარჯვებას გეგმავთ? თუ ქართველი ხალხის გამარჯვებაა, მაშინ ერთმანეთთან გასაყოფი რა გაქვთ, თუ შექმნილ მოცემულობას ვერ იაზრებთ? ახლა კარგად ჩაისუნთქეთ და მერე ამოისუნთქეთ! მოგეცემათ არა თქვენი სიტყვისთვის და ბუღალტერიისთვის, არამედ თქვენი განზრახულობისთვის. დალაგება, ჩალიჩი, შავი და თეთრი ბუღალტერია ეს ივანიშვილის ” კანიოკია” და კიდევ ასი წელი ვერ მოუგებთ თავის მოედანზე. ერთადერთი რამაც თქვენი გამარჯვება შეიძლება უზრუნველყოს ეს ქართველი ხალხის გამარჯვების დიდი სურვილი და ამ სურვილისათვის მსხურება იქნება. ჯერჯერობით ვერავის გამჩნევთ კოჭებში, რომ ამ სურვილით იწვოდეთ!“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,625 ნახვა