უცხოური მედია

ისრაელი ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, უარს ამბობს გაერო-ს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე

გაეროში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის თქმით, ისრაელი ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, უარს ამბობს გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე.

“მისი კომენტარის გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. ვიზაზე უარი უკვე ვუთხარით გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსს. დადგა დრო, მათ გაკვეთილი ვასწავლოთ”- აცხადებს ელჩი.

მანამდე, ისრაელის ელჩმა ანტონიო გუტიერეშის გადადგომა მოითხოვა.  ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც გუტიერეშმა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა, რომ ჰამასის თავდასხმები “ვაკუუმში არ მომხდარა” და პალესტინელები “56 წელია ოკუპაციას ექვემდებარებიან”.

მან სოლიდარობა გამოუცხადა პალესტინელ ხალხს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ვერ გაამართლებს ჰამასის შემზარავ თავდასხმებს, ასევე, ეს თავდასხმები ვერ გაამართლებს პალესტინელი ხალხის “კოლექტიურად დასჯას”.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს. ტერორისტები თავს დაესხნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და დახოცეს. 200-მდე ადამიანი კი, ტყვედ აიყვანე

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,629 ნახვა