უცხოური მედია

ფლორიდაში,  შადრევანში დენის დარტმის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა და 4 დაშავდა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 4 – დაშავდა აშშ-ის შტატ ფლორიდაში, სავაჭრო ცენტრ „იუპიტერში“ მდებარე შადრევანში. ამის შესახებ სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა განაცხადეს. 

სამაშველო სამსახურში შეტყობინება შევიდა, რომ ბავშვი იმყოფებოდა შადრევანში, სადაც სავარაუდოდ, ელექტროენერგიის გაჟონვა მოხდა. ადგილზე მისულ მაშველებს ხუთი დაშავებული დახვდათ, რომელთაგან სამი ბავშვი იყო, ორი კი, უფროსი. 

სამაშველო სამსახურის მისვლამდე დაშავებულებს პირველი დახმარება ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა და სავაჭრო ცენტრის დაცვის წევრებმა გაუწიეს. სახანძრო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან 4 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ერთი ადამიანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, შარშან, 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მდებარე შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთი მათგანი გარდაიცვალა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,629 ნახვა