პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე – მეხუთე კოლონის წარმომადგენლებო, დაეწყვეთ სიმაღლის მიხედვით და გაემგზავრეთ საპროტესტოდ უკრაინაში, სადაც თქვენი სულიერი და შესაძლებელია ბიოლოგიური ძმაც, არახამია, ინიცირებას უკეთებს სინამდვილეში ამერიკულ, თქვენი თქმით კი, რუსულ კანონს

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ყველა ის პირი, ვინც საქართველოში, მარტის აქციების დროს, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს “რუსულს” უწოდებდა, უკრაინაში უნდა გაემგზავროს ამავე კანონის გასაპროტესტებლად.

“აბა გამობრძანდით დემოკრატიისათვის მებრძოლო ინტელიგენწებო, GENZ-ებო, პროფესორ-მასწავლებლებთა ნაწილნო, არასამთავრობოებო, ე.წ. ხელოვანებო, ე.წ. მწერლებო, ჭიჭე ვაშაძის მეთაურობით ე.წ. ოპოზიციონერებო! სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენლებო! აი ისინი, რომლებიც 7-8 მარტს ხმის ბოლო ჩახლეჩამდე ბღაოდით: “არა რუსულ კანონს”! მხარს უჭერდით და მონაწილეობდით საქართველოს სახელმწიფოს სამართალდამცავების ცოცხლად დაწვაში, პარლამენტზე შეტევის მიტანაში, რუსთაველის გაპარტახებასა და ქაშუეთის წაბილწვაში! გრიგორიადისის და მათი მაგვარების გმირებად გამოცხადებაში! დაეწყვეთ სიმაღლის მიხედვით! გაითვალეთ ლიაკა ხოშტარიას წკრიალა ხმაზე-რას, დვა, ტრი… და გაემგზავრეთ საპროტესტოდ უკრაინაში! სადაც თქვენი სულიერი და შესაძლებელია ბიოლოგიური ძმაც არახამია ინიცირებას უკეთებს სინამდვილეში ამერიკულ, თქვენი თქმით კი რუსულ კანონს! ჰო, ჰო, ჰო გამოდით მოლოტოვის კოქტეილებით ხელში! წინ შარვალჩახდილი გირჩ-ზურაბათი! რას უცდით? დრო არ ითმენს! გლობალური ომის პარტია გიხმობთ – “დემოკრატიაა გადასარჩენი”! ვაი, რა მალე დაენარცხეთ მიწაზე!” – წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,994 ნახვა