პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალური ოპოზიციაზე – ყველაფერზე შეუძლიათ ხელის მოწერა ოღონდ ქვეყანა დაზიანდეს, თვლიან, რომ დაზიანებული ქვეყანა ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი საშუალებაა, ხელისუფლების უკან დაბრუნებაზე ფიქრობენ

დღეს, როდესაც იკვეთება, რომ ალბათობა ძალიან გაზრდილია იმისა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციის შიგნით დაიწყო გარკვეული რყევები. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ალბათ ჯობია გამარჯვებული საქართველოს მხარეს დადგეს და ამიტომ გააკეთეს ის განცხდებები, რაც გააკეთეს და ხელი გაიშვირეს ოპოზიციის ნაწილისკენ, რომ ისინი საერთაშორისო არენაზე ანტიქართულ ნარატივს ამყარებენ, ამაში გასაკვირი არაფერია – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს ყველაფერზე შეუძლიათ ხელის მოწერა ოღონდ რამენაირად ქვეყანა დაზიანდეს. თვლიან, რომ დაზიანებული ქვეყანა ამ ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი საშუალებაა. არ ფიქრობენ ქვეყანაზე, ფიქრობენ საკუთარი ხელისუფლების უკან დაბრუნებაზე.

„ოპოზიციის უდიდესი ნაწილი თავისი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე არ იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ისინი თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მორიგი წარმატება და მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. ეს იყო ერთადერთი და მთავარი განმაპირობებელი მიზეზი, რითაც ისინი საქართველოს ამ გზაზე ყველანაირად უშლიან ხელს საერთაშორისო დონეზე. დღეს, როდესაც იკვეთება, რომ ალბათობა ძალიან გაზრდილია იმისა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, შიგნით დაიწყო გარკვეული რყევები. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ალბათ ჯობია, რომ გამარჯვებული საქართველოს მხარეს დადგეს და ამიტომ გააკეთეს ეს განცხდებები რაც გააკეთეს და ხელი გაიშვირეს ოპოზიციის ნაწილისკენ, რომ ისინი საერთაშორისო არენაზე ანტიქართულ ნარატივს ამყარებენ და ამაში გასაკვირი არაფერია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველა გადამწყვეტ ეტაპზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის პერიოდშიც იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ საქართველოსთვის ეს წარმატებული ნაბიჯები არ შემდგარიყო. ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს დღესაც. ვხედავთ, რომ ამ ფონზე ახალი პროპაგანდისტული ტრენდის გაჩენას ცდილობენ – რა თქმა უნდა, ევროპა ჩვენ მოგვანიჭებს [კანდიდატის სტატუსს] მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ძალიან ეწინააღმდეგება“ – განაცხადა ირაკლი ქდაგიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,539 ნახვა