პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტმა სააკაშვილიც რომ შეიწყალოს, ამით ის იმ დანაშაულების თანამონაწილე გახდება, რასაც მიხეილ სააკაშვილი სჩადიოდა

„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი პრეზიდენტისადმი, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მოწოდებას გამოეხმაურა პრეზიდენტისადმი. 

როგორც სეფაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში აღნიშნა, მას არ გაუკვირდება, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, რადგან მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან არაფერი გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ იგი ჩვეულებრივად დავალების შემსრულებელია. როგორ დავალებასაც მიიღებს, ისე გაკეთებს. მისგან არ გამიკვირდება ასეთი საქციელი, თუმცა საზოგადოებას შევახსენებ, იმ უშვერ და უხამს გამონათქვამებს, რითაც ნიკა გვარამია პირდაპირ ეთერში ამკობდა პრეზიდენტს. ჩემი აზრით, ეს ასევე დაუშვებელია. ამ ყველაფრის შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა ნიკა გვარამია და დღეს რაღაც ერთ გუნდადაც მოიაზრებენ თავიანთ თავს, ერთ პლატფორმაზე დგანან, ერთი და იგივე ნარატივსაც აჟღერებენ. ასე რომ, მე არ გამიკვირდება ესეც რომ თამაშის ნაწილი იყოს, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს სააკაშვილიც. თუმცა, ამით ის გახდება თანამონაწილე იმ დანაშაულებისა, რასაც მიხეილ სააკაშვილი ჩადიოდა თავისი მმართველობის პერიოდში, რომლისთვისაც სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც მთლიანად ეთანხმებოდა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა